03:43 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 12:20:25, 1811 ნახვა

საზოგადოება
მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე, სავალდებულო სანებართვო პირობა განისაზღვრება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს სთხოვა, მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე, სავალდებულო სანებართვო პირობა განისაზღვროს, რაც გარემოსა და ქალაქის ქუჩების დაბინძურებისგან დაცვას უზრუნველყოფს.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სატვირთო ავტომანქანები სამშენებლო მოედნებზე შედიან, ხოლო გამოსვლისას, დედაქალაქის ქუჩებს აბინძურებენ.

„ამ მიმართულებით სრული კატასტროფა ხდება. ამიტომ, მინდა ვთხოვო ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს, დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით და არც ერთი ნებართვა არ უნდა გაიცეს, სადაც არ იქნება მითითებული, რომ სატვირთო მანქანების ჩამორეცხვაა შესაძლებელი, რათა გამოსვლისას, ცენტრალურ ქუჩებზე ნაგავი არ გამოიტანონ. არსებულ მშენებლობებსაც დავავალოთ, რომ ასეთი ადგილები იქნას მოწყობილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება მხოლოდ სკვერებისა და პარკების რეაბილიტაცია-გაშენებას არ მოიცავს. 

„რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით არის საჭირო მუშაობა, თუმცა ამ მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics