|
2017-12-20 11:55:07, 1851 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო: აბორტების რაოდენობა მესამედზე უფრო მეტით არის შემცირებული
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი დავით სერგეენკო პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევბსა და შედეგებზე საუბრობს. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, დედათა სიკვდილიანობა მცირდება. „დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის ჯანმრთელობის მიმართულებით, ალბათ გამოკვეთილია ე.წ. რეგიონალიზაციის პროგრამა, რომელიც წარმატებით ჩაირთო და უკვე მოგვცა შედეგები. შეგეგები იმით, რომ დედათა სიკვდილიანობა მცირდება, სამწუხაროდ ნული არავის არ აქვს და იმედი გვაქვს, რომ ოდესმე გვქნება, მაგრამ დინამიკა გამოკვეთილია. ამ მიმართულებით განხორციელებულმა ინტერვენციებმა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მხრივ, სტატისტიკას, რომ შევხედოთ რაც ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა იყო, საზოგადოებაში აბორტების რაოდენობა შემცირებულია მესამედზე უფრო მეტით. ეს შემთხვევითი არ არის და მე ვფიქრობ, რომ სწორი ინტერვენციების შედეგია“,-აღნიშნა სერგეეკომ. მან ასევე ჯანდაცვის სისტემაში ხარისხის გაუმჯობესებაზეც ისაუბრა. მინისტრობის კანდიდატის თქმით, როდესაც საუბარია ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართული ჯანდაცვა უხარისხოა. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მიღწევებზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ობიექტურად და გამჭვირვალედ იქნას წარმოჩენილი ასევე გამოწვევებიც რაც არის ჯანდაცვის სისტემაში. ჩვენ რაოდენობრივად სამედიცინო ინფრასტუქტურის მხრივ მივაღწიეთ იმ დონეს, რომ რაოდენობრივად გატოლებულია საშუალო ევროპულ დონეს. რა თქმა უნდა გამოწვევად რჩება ხარისხი, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ როდესაც ჩვენ ღიად და გამჭვირვალედ ვსაუბრობთ ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვაზე ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ქართული ჯანდაცვა უხარისხოა და უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია, რომ ეს ასე არ არის. სამედიცინო მომსახურების ხარისხის სიტემის დანერგვა გვაძლევს იმას, რომ ჩვენ ობიექტურად დავინახოთ ის თუ სად არის სუსტი წერტილები და ვიზრუნოთ მათ გამოსწორებაზე“,-დასძინა სერგეენკომ.
ილონ მასკმა უკრაინის შეიარაღებული ძალები Starlink-ის შეტევითი თავდასხმებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა
იტალიაში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა: 400-მდე დემონსტრანტი დააკავეს
აშშ-ის სენატორებმა მოითხოვეს Starlink-ის რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვა
საფრანგეთში ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განახლდა - ორგანიზატორების თქმით, 800 000 ადამიანი მონაწილეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)