20:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 11:28:30, 1734 ნახვა

კომენტარი
გახარია: კრიმინალური პოლიციისა და საზღვრის დაცვის კომპონენტის რეფორმა უახლოეს თვეებში დაიწყება

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დღეის მდომარეობით შს სამინისტრო არსებულ გამოწვევებს აცნობიერებს.

როგორც გახარიამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, გამოწვევებიდან გამომდინარე, პრიორიტეტის მიხედვით  დალაგდა  ის სასწრაფო რეფორმები, რომელთა გატარებაც მნიშვნელოვანია:

„ეს გახლავთ კრიმინალური პოლიციის რეფორმა, საზღვრის კომპონენტი და საპატრულო პოლიციის შემდგომი განვითარება. არის შინაარსობრივი და ხარისხობრივი კომპონენტები, რომლებიც მუდმივად პარალელურად იმუშავებს ამ რეფორმებთან ერთად  ისეთები, როგორიც გახლავთ საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო სერვისების გაძლიერება და ადამიანური რესურსების მართვა. ეს არის ის ძირითადი გამოწვევები, რომელსაც ახლა ვაფიქსირებთ.კრიმინალური პოლიციის და საზღვრის დაცვის კომპონენტის რეფორმა დაიწყება უახლოეს თვეებში და იმედი გვაქვს, მსგავსი მიდგომით შედეგები გვექნება და დაახლოებით 6-12 თვის პერსპექტივაში“,-განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics