19:12 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 10:57:24, 1711 ნახვა

საზოგადოება
მედიაცია, სერვისები და სააღსრულებო რეფორმა - ანგარიში ჟურნალისტებისთვის

სააღსრულებო პროცედურები, მედიაცია ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებისთვის და არა სააღსრულებო სერვისები - ამ თემების შესახებ ინფორმაცია მასობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლებმა მიიღეს. საინფორმაციო სემინარი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ტელე-რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართა. ღონისძიებას 30 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი ესწრებოდა.

ბიუროს თანამშრომლებმა ჟურნალისტებს მიაწოდეს ინფორმაცია სააღსრულებო საქმისწარმოების პროცედურებისა და იმ სერვისების შესახებ, რომელთაც აღსრულების ეროვნული ბიურო გასცემს. მათ შორის, ფაქტების კონსტატაცია და ელექტრონული მაღაზია.

მედიისთვის მოეწყო პრეზენტაცია იძულებითი აღსრულების პროცესში მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურისა და სოციალური მუშაკების ჩართულობისა და მიღწეული შედეგების შესახებ. 2017 წლის 9 თვის განმავლობაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 10 ათას ერთეულამდე შეადგინა.

ბიუროს პოლიტიკა და საქმისწარმოებაში მედიაციის გაძლიერება იყო საუბრის ძირითადი თემა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან. დისკუსიის ფორმატში, ჟურნალისტების დაინტერესება, ახალმა სააღსრულებო კოდექსმა გამოიწვია. იოსებ ბაღათურიამ მედიის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია უწყებაში დაგეგმილი სისტემური ცვლილებისა და იმ რეფორმის თაობაზე, რომლითაც ქვეყანაში თანამედროვე, ევროპული ტიპის სააღსრულებო წარმოება დაინერგება.

აღსრულების ეროვნული ბიურო მედია საშუალებებთან ყოველდღიურად ინტენსიური საქმიანი ურთიერთობის გარდა, უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, განხორციელებული რეფორმებისა და დანერგილი სერვისების შესახებ პრეზენტაციას მედია საშუალებებს ყოველი წლის ბოლოს შეხვედრისა და დისკუსიის ფორმატში წარუდგენს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics