03:17 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 17:40:11, 1911 ნახვა

ეკონომიკა
სემეკმა ჰიდრო და თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ტარიფები დაადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღევანდელ საჯარო სხდომაზე ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების 2018-2020 წლების ტარიფები დაადგინა. 

კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2018-2020 წლებისათვის შეადგენს 4.002 თეთრს/კვტსთ-ზე; შპს „ენგურჰესისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი  2018-2020 წლებისათვის განისაზღვრა 1.818 თეთრით/კვტსთ-ზე. 

რაც შეეხება თბოსადგურებს, შპს „ჯიფაუერის“ 2018-2020 წლების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი განისაზღვრა 9.431 თეთრი/კვტსთ-ით. შპს „ჯიფაუერის“  გარანტირებული სიმძლავრის საფასური 2018 წლისათვის შეადგენს 44 874 ლარს/დღეზე.

შპს „გარდაბნის თბოელექტროსადგურისთვის“  2018-2020 წლების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი განისაზღვრა 8.012 თეთრით/კვტსთ-ზე, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის საფასური 2018 წლისათვის - 383 893 ლარი/დღეზე.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ (მე-3;მე-4 ენერგობლოკები) 2018-2020 წლების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფია 11.511 თეთრი/კვტსთ-ზე; ხოლო გარანტირებული სიმძლავრის საფასური 2018 წლისათვის მე-3 ენერგობლოკისთვის - 18 637 ლარი/დრეზე და მე-4 ენერგობლოკისთვის - 20 357 ლარი/დღეზე.  

შპს „მტკვარი ენერჯის“ ელექტროენერგიის წარმოების 2018-2020 წლების ტარიფია 11.512 თეთრი/კვტსთ, ხოლო გარანტირებული სიმძლავრის 2018 წლის საფასურია -  59 630 ლარი/დღეზე.

 სს „საქრუსენერგოს“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი 2018-2020 წლებისათვის განისაზღვრა 0.278 თეთრით/კვტსთ-ზე, ხოლო შპს „ენერგოტრანსისთვის“ელექტროენერგის გადაცემის ტარიფი 2018-2020 წლებისათვის - 0.380 თეთრით/კვტსთ-ზე.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics