|
2017-12-19 17:22:20, 1998 ნახვა
ეკონომიკა
ტექნოპარკმა აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს უმასპინძლა
ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტთა ჯგუფი ესტუმრა, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ უმასპინძლა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 10 წარმატებული ახალგაზრდა მსოფლიოს რვა ქვეყნიდან, მათ შორის - აშშ-დან, ავსტრიიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან, საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლსა და გეოპოლიტიკურ პოტენციალს ეცნობა. ,,ჩვენთვის დიდი პატივია ტექნოპარკში სტუმრობა. განსაკუთრებით საინტერესოა მთავრობის ინიციატივები მეწარმეობისა და ინოვაციების მიმართულებით. საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონია, ბაზარი პატარაა და სწორედ ამიტომ, როდესაც იწყებთ ახალი პროექტის განხორციელებას, უნდა იფიქროთ გლობალურად. ნამდვილად დასაფასებელი და აღსანიშნავია თქვენი წარმატებული მაგალითები. იმედი მაქვს, თბილისის ტექნოპარკი გააგრძელებს აღებულ გეზს და ამ სივრცეში ბევრი ახალი სტარტაპი დაიბადება, ახალგაზრდების მოზიდვითა და მათი ნათელი იდეების განსახორციელებლად. იმედი მაქვს, კიდევ ბევრ წარმატებულ ისტორიას შექმნით და საქართველო გახდება ცენტრი, რომელიც მოიზიდავს ახალგაზრდებს მთელი რეგიონის მასშტაბით" - აღნიშნა შეხვედრაზე ASIA LEADERSHIP-ის პრეზიდენტმა სამუელ ჰუნგსო კიმმა. ახალგაზრდა ლიდერები, ძირითადად, ჰარვარდის კენედის სკოლიდან, სტენფორდის უნივერსიტეტიდან და ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლიდან არიან. სტუმრებს შორის ქართველი სტუდენტიც იყო, რომელიც ამჟამად ტაფტის უნივერსიტეტში სწავლობს. გიორგი ზვიადაძემ შეხვედრის მონაწილეებს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შექმნის ისტორია გააცნო და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ესაუბრა. ტექნოპარკში საინფორმაციო ტურის შემდეგ სტუდენტები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიმდინარე პროექტებს გაეცნენ და დეტალური ინფორმაცია მიიღეს ფაბლაბის შესახებ. (NS)
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)