|
2017-12-19 14:32:18, 1862 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს
2017 წლის 19 დეკემბერს, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5-ის" შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარიმ. შეთანხმების ფარგლებში, ADB-ის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი იქნება 12 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი. „აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის ათი წელია გრძელდება წარმატებული თანამშრომლობა. დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მეტროს ელექტრო გაყვანილობის და სავენტილაციო სისტემის გამოცვლა. პროექტის მთლიანი მოცულობა შეადგენს 14 მლნ 200 ათას ევროს, საიდანაც საქართველოს თანამონაწილეობა, დაახლოებით, 2.2 მლნ ევროა. ზოგადად, ჩვენი მთავრობის და თბილისის მერიის ამოცანაა, მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდეს სატრანსპორტო სფეროში და დღევანდელი პროექტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. 2010 წლიდან, ქვეყნის მასშტაბით ADB და საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობენ ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მე-5 ტრანშს, რომლის მიზანია, ქალაქ თბილისის მეტროს რეაბილიტაცია. ესაა უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს 300 ათასი მგზავრის მომსახურებას ყოველდღიურად. ჩვენ ახლახან გავხსენით უახლესი მეტროსადგური ,,უნივერსიტეტი". აზიის განვითარების ბანკი მზადაა გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან და თბილისის მერიასთან," - განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარიმ. პროექტს 2018-2019 წლებში სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქალაქ თბილისის მერია და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია" განახორციელებენ. დღესვე, გაფორმდა საპროექტო ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გალაქტიონ ბუაძემ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მამუკა კობახიძემ და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარიმ.
(NS)
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)