|
2017-12-19 12:56:32, 1864 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი გუჯარეთის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორ გიორგი ცხადაძესთან ერთად, ისნის რაიონში, გუჯარეთის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. გუჯარეთის ქუჩაზე ამ დროისთვის, წყალმომარაგებისა ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულებისთანავე, ისნის რიონის გამგეობა აღნიშნულ მისამართზე, ასფალტის ახალი საფარის დაგებას დაიწყებს. როგორც კახა კალაძემ სამუშაოების გაცნობის შემდეგ განაცხადა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გუჯარეთის ქუჩაზე მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს, რომლის ფარგლებშიც, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელები და წყლის მილები მთლიანად იცვლება. „იმ ქუჩებზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, მიწისქვეშა კომუნიკაციები აუცილებლად გამოიცვლება. მხოლოდ მიწისქვეშა სამუშაოების შესრულებისთვის დაახლოებით, 1 მლნ 700 ათასი ლარი დაიხარჯება, რის შემდეგაც, უკვე ჩვენი სამსახურები შემოვლენ და ასფალტის საფარის დაგება დაიწყება. სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში, ყველანაირი სამუშაო მთლიანად იქნება დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. გუჯარეთის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები წყლისა და წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს. პროექტის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ერთ კილომეტრამდე სიგრძის წყალარინების ქსელი უკვე შეცვალა. კომპანია პარალელურად, სამუშაოებს მაგისტრალურ წყალსადენზე აწარმოებს. კერძოდ, იცვლება 600 მეტრი მაგისტრალური მილი და განშტოებები. წყალმომარაგების ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წნევის რეგულატორები მონტაჟდება. საინვესტიციო პროექტის ჯამური ღირებულება 1.7 მლნ ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ასფალტის ახალ საფარს დააგებს. გუჯარეთის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია 2018 წლის დასაწყისში დასრულდება.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)