18:55 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 10:22:27, 1994 ნახვა

საზოგადოება
„ნახალოვკა“ თბილისის მერიის სუპერთასის მფლობელია

კვირას, 17 დეკემბერს, 15:00 საათზე, 35-ე სკოლის საფეხბურთო სტადიონზე -"მარაკანა", „თბილისის მერიის სუპერ თასის“ ფინალი გაიმართა, რომელიც თბილისის მერიის, სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტია.

ფინალურ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თბილისის უმაღლესი ლიგისა და თბილისის მერიის თასის გამარჯვებულები, „სეუ“ და „ნახალოვკა“.

მატჩის დასაწყისი ორმხრივ შეტევებში წარიმართა, თუმცა “სეუს” შეტევები უფრო სახიფათო იყო და ერთ-ერთი ასეთი ბრწყინვალედ გათამაშებული კომბინაციის შემდგომ გიორგი მოდებაძემ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და „სეუ“ დააწინაურა. გატანილი გოლის შემდეგ „სეუს“ რამდენჯერმე მიეცა უპირატესობის გაზრდის შანსი, თუმცა გადამწყვეტ მომენტში არ უმართლებდათ. ერთ-ერთი ამგვარი გაფუჭებული მომენტის შემდეგ დაწყებული კონტრიერიში გიორგი ალავიძემ გოლად აქცია და მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრა. 

საბოლოოდ, მატჩის ბედი საფეხბურთო ლატარიამ გადაწყვიტა, სადაც უფრო ზუსტები „ნახალოვკის“ ფეხბურთელები აღმოჩდნენ (4:1) და თბილისის მერიის სუპერთასიც დაისაკუთრეს.  გამარჯვებულ გუნდს, ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით, თასი და სიმბოლური პრიზები გადაეცა.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან:      

ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“.

ინტერნეტპორტალები: “sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“,“1news.ge”, “epn.ge”, რადიო „ჯაკო“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics