18:40 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-18 20:40:21, 1820 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: „მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტის მხარდაჭერის თაობაზე გადაწყვეტილება მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტის მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილება მსჯელობის საფუძველზე იქნა მიღებული. 

რაც შეეხება ვეტოს, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ  ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა.

„გაიმართა მსჯელობა მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით პარლამენტში და ამ მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის მხარდაჭერის თაობაზე. რაც შეეხება ვეტოს, ვეტო არის პრეზიდენტის პრეროგატივა და ვეტო არის იმისთვის, რომ დაბრუნდეს პარლამენტში და ამის საფუძველზე შედგეს განხილვა. რა თქმა უნდა, შედგება განხილვა ვეტოსთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე მიიღებს პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტმა  "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით 85 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

მაუწყებლის შესახებ კანონპროექტში ორი საკითხია, რომელზეც დეპუტატები განსაკუთრებით ვერ თანხმდებიან. ეს ეხება რეკლამის თემასა და სტარტაპების ჩანაწერს.

 კერძოდ, ცვლილებები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული და სოციალური რეკლამების განთავსების პირობებს ადგენს და ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელს საშუალება ეძლევა, დამწყები საწარმოების და სტარტაპების დაფინანსება მოახდინოს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები იქნება მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობი გადაცემის, სერიალის სპონსორობის განთავსება.

უფრო კონკრეტულად, განისაზღვრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. ამასთან, სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს (ნაცვლად 30 წუთისა), ხოლო ყოველ საათში – 12 წუთს (20 %-ს), (ნაცვლად 6 წუთისა (10%-ისა)), სხვა დანარჩენ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს).

დასაშვები ხდება, აგრეთვე გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა.  საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა (ნაცვლად 1 საათში, არანაკლებ 60 წამისა), რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics