01:36 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-18 15:52:20, 2040 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი „ევროკონტროლის“ დირექტორატის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის „ევროკონტროლის" (EUROCONTROL) დირექტორატის წარმომადგენლებს ადრიან ჰეერბარტს და მაურიციო რომანინის  შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა "ევროკონტროლის" და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაციის" თანამშრომლობაზე, რომლის წევრიც საქართველო 2014 წელს გახდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკონტროლში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოში ფრენების უსაფრთხოების ახალი სტანდარტი დამკვიდრდა. თანამშრომელთა გადამზადების მაღალი დონე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აშენებული ახალი შენობები მეტ საშუალებას აძლევს სახელმწიფო კომპანიას „საქაერონავიგაციას", შეასრულოს თავისი უმნიშვნელოვანესი მისია - დაიცვას ფრენის უსაფრთხოება საქართველოს საჰაერო სივრცეში. შეხვედრაზე აგრეთვე საუბარი წარიმართა „საქაერონავიგაციის" როლზე ისეთი  ინიაციატივის განხორციელების ფარგლებში, როგორიცაა "ერთიანი ევროპული ცა".

„ევროკონტროლის" მარშრუტების სააერნაოსნო მომსახურების ცენტრალური ოფისის (CRCO) დირექტორმა, "ერთიანი ევროპული ცის" პერსონალისა და ფინანსების დირექტორატის დირექტორმა ადრიან ჰეერბაარტიმ და ბიზნესის და ეკონომიკის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მაურიციო რომანინიმ დადებითად შეაფასეს საქართველოს „ევროკონტროლში" გაწევრიანების შემდეგ, „საქაერონავიგაციის" 4-წლიანი მუშაობა და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს, 2018 წლის სექტემბერში, საქართველოში დაგეგმილი „ევროკონტროლის" გაფართოებული სხდომის ჩატარებაზე.

 შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და ამავე სამინისტროს შპს "საქაერონავიგაციის" გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics