10:09 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-18 15:27:45, 2337 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ Birja mafia-ს წევრების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვის ფაქტზე ბრალდებულების  „ბირჟა მაფიას“წევრების გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილის   მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

როგორც საგამოძიებო უწყების განცხადებაშია ნათქვამი,  საქმე ბრალდების დამადასტურებელი ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების უქონლობის გამო შეწყდა:

„სამართალდამცველებმა გ.ქ. და მ.მ. 2017 წლის 7 ივნისს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვის ფაქტზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ და ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რაც 2017 წლის 12 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით შეეცვალათ გირაოთი.

2017 წლის 11 ივნისს როგორც გ.ქ.-ს, ისე მ.მ.-ს ბრალდების საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს პროკურატურას, საქმეზე არსებობდა ბრალის წარდგენისთვის დადგენილი სტანდარტი, თუმცა  სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული გამოძიების შედეგად ვერ იქნა მოპოვებული გ.ქ.-ს და მ.მ.-ს ბრალდების დამადასტურებელი ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით  საკმარისი იქნებოდა კანონმდებლობით განაჩენისთვის დადგენილი სტანდარტისთვის, რის გამოც გ.ქ.-ს და მ.მ.-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო.

პარალელურად საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება გ.ქ.-ს და მ.მ.-ს მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების  და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369' მუხლის მესამე ნაწილითა და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მიღებული შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“,-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსმა პროპაგანდისტმა სალავიუვმა იტალიის პრემიერ მელონის, ძუკნა ქალი უწოდა, რომმა ელჩი დაიბარა
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics