2017-12-18 10:03:59, 2119 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზეა დაბარებული
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამად „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული.
როგორც ცნობილია, სააკაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.
საგამოძიებო უწყებაში ის 09:30 საათზე უნდა გამოცხადდეს. ოფიციალური ინფორმაციით, ის უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით უნდა დაიკითხოს.
ამას გარდა, სასამართლომ უნდა განიხილოს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელიც.
ავტორი: ,