|
2017-12-16 12:59:19, 2922 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფოს ხელშეწყობით კომპანია „ჩირინა“ წარმოებას აფართოვებს
სოფელ სართიჭალაში, კომპანიამ „ჩირინა“ მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი გააფართოვა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობა სახელმწოფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა. საერთო ინვესტიცია 6 000 000 ლარს შეადგენს. საწარმოს გაფართოების შედეგად, წარმადობა საგრძნობლად გაიზარდა. შედეგად, ერთ საათში 60 ტონა ნედლეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. კომპლექსის გახსნის ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. „ჩირინა“ ერთ-ერთი ლიდერი საწარმოა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ გაფართოება „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში განახორციელა. ჩვენი პროგრამის არსი სწორედ ის არის, რომ ხელი შევუწყოთ არსებული საწარმოების მოდერნიზაციას, გაძლიერებას და გადაიარაღებას. „ჩირინაში“ სახელმწიფოს თანადაფინანსება 5 მილიონ ლარს შეადგენს. ეს არის შეღავათიანი სესხი, რაც გულისხმობს, რომ იაფი ფინანსური რესურსებზე წვდომით საწარმოები კონკურენტუნარიანობასაც ზრდიან და შეუძლიათ წარმოების გაზრდაც, რაც პირდაპირ აისახება საქართველოში აღნიშნულ სექტორში თვითუზრუნვბელყოფის მაჩვენებლის გაზრდაზე. ვფიქრობ, ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა არის წარმატებული და „ჩირინა“ ამ წარმატების ერთ-ერთი მაგალითია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით შევძელით, ჩვენი საწარმო უფრო დიდი მასშტაბის და წარმადობის გაგვეხადა, დაგვესაქმებინა მეტი ადამიანი. ჩვენს ნედლეულზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება“, - აცხადებს კომპანიის დირექტორი რევაზ ვაშაკიძე. მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი ბრიტანული კომპანიის „Chief Industries UK”-ის მიერ აშენდა და თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა.
(NS)
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)