2017-12-16 12:01:58, 2149 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატიდან ნაკრების მოხსნის შესახებ ცნობას გამოეხმაურა
ესპანეთის ეროვნული ფედერაციის დროებითმა პრეზიდენტმა ხუან ლუი ლარეამ, განაცხადა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ესპანეთის მოხსნა შეუძლებელია.
"არავინ არ აპირებს მუნდიალიდან ესპანეთის გაგდებას. ეს შეუძლებელია და არ მოხდება. ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვეთ შესარჩევში და ფიფა ამაში გვეთანხმება" , - განაცხადა ლარეამ.
ფიფამ სამეფო ფედერაციაში წერილი გააგზავნა, სადაც მუნდიალზე ნაკრების შესაძლო არდაშვებაზე იყო საუბარი. მიზეზად ესპანეთის მხრიდან ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტობის კანდიდატების არჩევნებში ჩარევა დასახელდა.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე რუსეთში გაიმართება.
ავტორი: ,