11:03 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 20:54:14, 2051 ნახვა

კომენტარი
კობახიძე გაჩეჩილაძის ბრალდებებზე: კორუფციისა და კარტელური გარიგებების პრობლემა საქართველოში აღმოფხვრილია

„სისტემური პრობლემები საქართველოში აღმოფხვრილია. რაც შეეხება ინდივიდუალურ მოვლენებს - რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით დაგვჭირდება მუდმივი დაკვირვება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კარტელური გარიგებების შესახებ მომღერალ გიორგი გაჩეჩილაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, მსგავსი მოვლენების პრევენციაზე ზრუნვა, პირველ რიგში, პარლამენტის ინტერესებშია.

„რაც შეეხება კორუფციას, კარტელურ გარიგებებს, სისტემური პრობლემები არის აღმოფხვრილი საქართველოში. რაც შეეხება ინდივიდუალურ მოვლენებს, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ დაგვჭირდება მუდმივი დაკვირვება. ჩვენს ინტერესებშია, პირველ რიგში, პარლამენტის ინტერესებში, რომ ჩვენ განვახორციელოთ საკუთარი საზედამხედველო ფუნქციები და ამის საფუძველზე ვიზრუნოთ ასეთი მოვლენების პრევენციისთვის. კიდევ ერთხელ, მე დარწმუნებული ვარ, რომ სისტემური ხასიათით ეს პრობლემა აღარ დგას, რაც შეეხება ინდივიდუალურ შემთხვევებს, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ პრევენციისთვის",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით სათანადო კომენტარები უკვე გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

„ჩვენ ვხედავთ გარკვეულ, ასე ვთქვათ, დაპირისპირებას, თუმცა პრემიერმა გააკეთა სათანადო კომენტარები. პრემიერი გააკეთებს მომავალშიც კომენტარებს ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია ასეთი ტიპის კომენტარებთან. ეს არის, რა თქმა უნდა, პრემიერის პრეროგატივა და მისი საქმე",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ ირანზე დარტყმას 25 ოქტომბრიდან განიხილავს, თუმცა მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია
„თეთრი სახლი ისე გამოიყურება, თითქოს სადამ ჰუსეინმა იქ რესტორანი გახსნა“ - ობამამ ტრამპს დასცინა
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics