|
2017-12-15 18:59:54, 1987 ნახვა
კომენტარი
ხაბეიშვილი კალაძეს: თქვენ რვა ოპოზიციონერთან საუბარს, რვა სულ ქურდთან საუბარი გირჩევნიათ
„მე მესმის თქვენი ბატონო კახი, თქვენ რვა ოპოზიციონერთან საუბარს, რვა სულ ქურდთან საუბარი გირჩევნიათ“, - ასე მიმართა საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხავებიშვილმა თბილისის მერ კახა კალაძეს. ხაბეიშვილმა დედაქალაქის მერი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ისეთ პოზაშია, თითქოს მხოლოდ „ქართული ოცნების“ მერია და არა ყველა თბილისელის“. „თქვენგან განსხვავბით დაწერილს არ ვკითხულობ და ჩემ დროს ჩემი აზრების გადმოცემისთვის გამოვიყენებ. მესმის რომ ძალიან მძიმეა, როცა ათასობით ლარს ვიხდით იმისთვის, რომ თქვენ პიარი მოგემსახუროთ და ამ დროს თქვენ გირჩევენ, რომ ოპოზიციას თურმე უნდა დასცინოთ, შეურაცხყოფა მიაყენოთ და თუ ვინმეს განსხვავებული პოზიცია აქვს, ან კითხვა აქვს, მარგინალი უნდა უწოდოთ და ნაძვის ხეზე უნდა დაკიდოთ. ამ შეურაცხყოფაში მე არ შემოგყვებით. მხოლოდ იმაზე ვისაუბრებ, რაც ახლოს არის საქმესთან. თქვენ აქ თქვით, ბავშვების კვება რა შუაშია, ისინი სამჯერ ჭამენო? თქვენ ან არ მისმენთ, ან არ გესმით. მე ვთქვი, რომ აქამდე ერთი ბავშვის კვება ჯდებოდა 1.80 ლარი, ახლა ჯდება 3.60. მაშინაც სამჯერადი კვება იყო და ახლაც. გეკითხებით, თუ ბავშვებისთვის გაძვირდა წიწიბურა და შაქარი, რატომ არ გაძვირდა სოციალურად დაუცველებისთვის? რაც შეეხება ბიუროკრატიულ ხარჯებს, თქვენ ამ ხარჯების შემცირების დაპირებით მოდიოდით და მქონდა მოლოდინი, რომ რაღაცას მაინც მოაკლებდით. ამ დროს თქვენ გამოეცით ბრძანება, რითაც შტატგარეშე მოსამსახურეებად ადამიანები დანიშნეთ. ცუდი ის არის, რომ ტყუილებით დაიწყეთ მოსახლეობასთან ურთიერთობა. თქვენ თბილისელებმა აგირჩიათ მერად, მერე რა, რომ მე არ აგირჩიეთ, რატომ ხართ ისეთ პოზაში, თითქოს მარტო „ქართული ოცნების“ მერი ხართ და არა დანარჩენი თბილისელების“, - მიმართა ხაბეიშვილმა კახა კალაძეს.
ტრამპი: აშშ ირანზე დარტყმას 25 ოქტომბრიდან განიხილავს, თუმცა მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია
„თეთრი სახლი ისე გამოიყურება, თითქოს სადამ ჰუსეინმა იქ რესტორანი გახსნა“ - ობამამ ტრამპს დასცინა
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)