|
2017-12-15 15:50:57, 1937 ნახვა
საზოგადოება
ISET-მა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობა დადებითად შეაფასა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტის (ISET Policy Institute) პროექტის „რეფორმეტრი“ ფარგლებში განხორციელებულ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასების პრეზენტაციას დაესწრო. შეხვედრაზე უწყების ინსტიტუციური მოწყობის, ადამიანური რესურსების განვითარების, ინფრასტრუქტურისა და საბიუჯეტო თანხების მიზნობრივი მართვის, ასევე, საკანონმდებლო მიმართულებით მუშაობის კუთხით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობა დადებითად შეფასდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს, რისთვისაც მიზნად დასახულია ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პოტენციალის მაქსიმალური ათვისების ხელშეწყობა. „მადლობას გიხდით სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შეფასებისთვის. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელი სოფლის მეურნეობის დარგისთვის რთული იყო. არასასურველ კლიმატურ პირობებს ახალი ინვაზიური მავნებლის, აზიური ფაროსანას გავრცელებაც დაემატა. აღნიშნული გამოწვევების პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკის ექსპერტების მხრიდან დადებითი შეფასების მოსმენა. სირთულეებთან ერთად, მიმდინარე წელს წარმატება გვქონდა ღვინის ექსპორტის ზრდის კუთხით; წარმატებით ჩაიარა რთველმაც. დარგში მნიშვნელოვანი მიღწევებია, თუმცა გამოწვევაც ბევრია და, შესაბამისად, ჩვენი შესაძლებლობები სრულად უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. შეხვედრას დარგის ექსპერტები, საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგნელები ესწრებოდნენ. (NS)
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)