|
2017-12-14 20:38:47, 2064 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო
თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში, პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო. შეხედრაზე შეკრებილ საზოგადოებას კახა კალაძემ სიტყვით მიმართა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით, ახალგაზრდების წახალისება მოხდეს. „ყველას უნდა ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორად ცხოვრება. მერიას მომდევნო წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი. გვინდა, რომ ქალაქის ათივე რაიონში მულტიფუნქციური კომპლექსები გავხსნათ, სადაც საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები იქნება. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ახალგაზრდული ცენტრების მშენებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ახალგაზრდებს ინფორმაცია იმ ახალი პროექტის შესახებაც მიაწოდა, რომელიც ამჟამად, დამუშავების პროცესშია. „პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. დღეს ინტერნეტზე ყველას მიუწვდება ხელი და მინდა ასეთი სერვისი შევთავაზოთ - „შენი იდეა ქალაქის მერს“. ვიცი, რომ ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს ქალაქის განვითარებაში. უამრავი ხედვა და პროექტი არსებობს და თითოეულ თქვენგანს ექნება შესაძლებლობა, დარეგისტრირდეთ ამ კონკრეტულ პლატფორმაზე, მოგვაწოდოთ თქვენი იდეა და შესაბამისად, ამ პროექტების განხორციელებაში დაგეხმარებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი ხორციელდება იმისთვის, რომ ქალაქის განვითარების პროცესში რაც შეიძლება მეტი მოქალაქე იყოს ჩართული. პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრას თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ესწრებოდნენ. (NS)
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)