2017-12-14 19:51:56, 2557 ნახვა
მსოფლიო
ადვოკატი: ბრიუსელის სასამართლომ კარლეს პუჩდემონის ექსტრადირების საკითხის განხილვა შეწყვიტა
ბრიუსელის პირველი ინსტანციის სასამართლომ ოფიციალურად განაცხადა, რომ კატალონიის ყოფილი მეთაურის კარლეს პუჩდემონის ექსტრადირების საკითხის განხილვა შეწყდა, - ამის შესახებ პუჩდემონის ადვოკატმა პოლ ბეკარმა განაცხადა.
"სასამართლო განხილვები შეწყდა", - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა კარლეს პუჩდემონის დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა, თუმცა 2 კვირის წინ ევროპული ორდერი უკან გაიწვიას. ამასთან, ბრიუსელში რამდენიმე სასამართლო გაიმართა, რომელიც პუჩდემონის ექსტრადირებას ეხებოდა.
ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
ავტორი: ,