17:08 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-14 17:44:50, 1409 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე: მაუწყებლის რეიტინგი წელს 2%-მდე დავიდა და მარაოს რეიტინგს გაუტოლდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე საკუთარი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა.

მისი თქმით, პროექტი უმრავლესობასაც კი არ მოსწონს.

თუმცა, გოცირიძე ეჭვობს, რომ კანონპროექტი საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწერა და მას ვიღაც ისეთი უჭერს მხარს, რომელიც მმართველი გუნდისთვის ანგარიშგასაწევია:

„ამ კანონს ვიღაც ისეთი უჭერს მხარს, რომელიც ანგარიშგასაწევია. როგორც ჩანს, კანონი დაიწერა საზოგადოებრივ მაუწყებელში. დადიოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები პარლამენტში ყველა მოსმენაზე, თითქოსდა ისინი ყოფილიყვნენ ამ კანონის ინიციატორები და ამ კანონის მუხლებს იცავდნენ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც სინამდვილეში არიან ამ კანონის შემქნელები.

კანონი დაიწერა საზოგადოებრივ მაუწყებელში, იყო ძალიან ცუდი, რამდენიმე პრინციპული საკითხი გამოსწორდა, მაგრამ არა ისე, როგორც ახლა გვინდა, წარმოვაჩინოთ, ვინაიდან ამ კანონის ცუდი მხარე მხოლოდ 2 საკითხამდე არ დაიყვანება, რომლის გამოც ფაქტობრივად თქვენ ჩააგდეთ. პირველი-ძალიან სერიოზულია რეკლამის საკითხი.სტარტაპები ხომ საერთოდ სასაცილო და გაუგებარი რამაა.საზოგადოებრივი მაუწყებელი კბილებით იცავს რაღაცას და იცის, რომ კანონი ჩავარდება, მაგრამ ებღაუჭება სტარტაპების შექმნის უფლებას.

რა არის ასეთი ინტერესი ამაში? რაც შეეხება რეკლამას, ეს არის პირდაპირი დაკნინება საქართველოში დამოუკიდებელი მედიასივრცისა, ამ ადამიანების წინააღმდეგაა ეს კანონი.უამრავი პატარა ტელევიზია არის კორიდორში, ძალიან კარგია, რომ ამ გუმბათის ქვეშ ყოველთვის და განსაკუთრებით მაშინ, როცა მნიშვნელოვანი საკითხებია, 15-20 კამერა დგას. ეს არის საქართველოში დემოკრატიის მონაპოვარი. თუკი საქართველოში რაიმე იყო დემოკრატიის კუთხით გამოსაყოფი, ეს იყო მედიაპლურალიზმი.ეს იყო მედიისა და მაუწყებლობის  თავისუფლება.ნელ-ნელა ყველაფერი ექცევა ერთ ხელში, მაგრამ ეს იყო მონაპოვარი. დღეს უამრავ ტელევიზიას, ფაქტობრივად, ჯიბეში უყოფენ ხელს. ნუ გგვონია ჩვენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს რეკლამა. მშვენიერი რეკლამაც აქვს.ელემენტარულად არიან შეზღუდული რაღაც დროის ჩარჩოებში და ასევე  მათ შეუძლიათ ნებისმიერი სახის რეკლამის განთავსება იმ გადაცემებში, რომლებიც კანონის მიხედვით ნებადართულია. ისინი ითხოვენ ამ სარეკლამაო სივრცეში მეტი როლის დაკავებას. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი არის 52 მილიონი ლარი. არავითარი დამოუკიდებლობა საზოგადოებრივ მაუწყებელში არ იქნება, რა რაოდენობის ფულიც არ უნდა მივცეთ. ეს ფული მათ მუშაობის ხარისხზე ვერ აისახება“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძის განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის საზომი რეიტინგი არ არის, თუმცა  მისივე შეფასებით, მას  „ელემენტარული რეიტინგი“ მაინც უნდა ჰქონდეს:

„მე არ მინდა რეიტინგებზე საუბარი. მაუწყებლის რეიტინგის ცალსახად კომერციულად გაზომვის მომხრე არ ვარ და არც მოეთხოვებათ მათ შეიძლება ისეთი რეიტინგი, რომელიც დიდ კომერციულ არხებს აქვთ, მაგრამ ელემენტარული რეიტინგი ხომ უნდა ჰქონდეს? როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის  რეიტინგი შარშან 2,5% იყო, წელს დავიდა 2%-მდე და გაუსწორდა გასართობი არხის მარაო რეიტინგს, რომლის რეიტინგი არის 1,7%, რატომ? ჯი დი ეს-ის 3% იყო, გახდა 3,5% ,ალბათ იმიტომ, რომ ჯი დი ეს-ში იყო 20/30, გაქრა 20/30, მოემატა რეიტინი, წამოვიდა ამ ამუწყებელში 20/30, ნახევარი პროცენტი დააკლდა. ვამბობთ რომ ჯიდიესებური საზოგადოებრივი მაუწყებელია დამოკიდებელი?“,-აღნიშნა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კოლეგებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი II მოსმენით გააცნო.

მომხსენებელმა, კანონპროექტის წარდგენისას, ის ორი მუხლი გამოყო, რომლებიც კონსულტაციების შედეგად ახალი ფორმულირებით ჩამოყალიბდა. კერძოდ, საუბარია კანონის მე-16 და 33-ე მუხლის ახალ რედაქციაზე, რომელიც პროექტში I მოსმენის შემდეგ შეიცვალა.

ერთ-ერთი პუნქტის თანახმად,  საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები მიმართოს დამწყები საწარმოების წახალისების, ტელე რადიო და ონლაინ პროდუქციის ინოვაციური განვითარების, მაუწყებლის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყბის მიზნით.

ბესელიას თქმით, აქ დაემატა ჩანაწერი, რომ ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის დაფინანსების  განხორციელების თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს სამეურვეო საბჭო  გენრალური დირექტორის წარდგინების საფუძველზე.

მაუწყებლის შესახებ კანონპროექტში ორი საკითხია, რომელზეც დეპუტატები განსაკუთრებით ვერ თანხმდებიან. ეს ეხება რეკლამის თემასა და სტარტაპების ჩანაწერს.

 კერძოდ, ცვლილებები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული და სოციალური რეკლამების განთავსების პირობებს ადგენს და ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელს საშუალება ეძლევა, დამწყები საწარმოების და სტარტაპების დაფინანსება მოახდინოს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები იქნება მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობი გადაცემის, სერიალის სპონსორობის განთავსება.

დარგობლივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ წამყვანი კომიტეტის სახელით, კანონპროექტი შეაფასა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ხანგრძლივი კონსულტაციებისა, კომიტეტმა კანონპროექტს უარყოფითი დასკვნა მისცა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics