18:13 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 21:08:53, 625 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი საზოგადოებას ევროკომისიის მიერ საქართველოს პროგრესისა და რეფორმების აღიარებას ულოცავს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი  საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ, ევროკომისიის მესამე პროგრესულ  ანგარიშს გამოეხმაურა.

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული  ანგარიში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მასშტაბური მუშაობის შედეგია. თეა წულუკიანი საზოგადოებას ევროკომისიის მიერ  საქართველოს პროგრესის აღიარებას ულოცავს.

"ევროკავშირის მიერ დღეს გამოქვეყნებული ეს უაღრესად დადებითი ტექნიკური ანგარიში არის ბოლო ექვსი თვის მანძილზე მასშტაბური მუშაობის შედეგი. იმიტომ, რომ დადებითია, დღეს პარლამენტში ამაზე ოპონენტები არ ისაუბრებენ! არადა მისალოცია ქვეყნისთვის! ყველას გილოცავთ ჩვენი ქვეყნის პროგრესისა და რეფორმების ამ აღიარებას და მადლობას ვუხდი თითოეულ პოლიტიკოსს და საჯარო მოხელეს, ვინც ამ შედეგის მიღებაში მიიღო მონაწილეობა. დიახ, ჩვენ ეს შევძელით ყველამ ერთად! და მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ინსტიტუციური დემოკრატია - აი, რას დატოვებს ეს მთავრობა მემკვიდრეობად",-განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ,  ევროკომისიის  ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ  ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ოთხივე ბლოკის ფარგლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

"ეს წარმოაჩენს ქვეყნის სრულ მზადყოფნას და იმ ძალისხმევის ხარისხს, რაც მან განახორციელა. საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების იმპლემენტაცია და შედეგები სიღრმისეულად იქნა გაანალიზებული. ეს ადასტურებს, რომ საკანონმდებლო და პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირება, ინსტიტუციური და ორგანიზაციული პრინციპების და პროცედურების ერთიანობა ოთხივე ბლოკის შემთხვევაში საერთო ჯამში შეესაბამება საუკეთესო ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ამიტომ, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველო მთლიანობაში შეესაბამება ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ამოცანებს",-ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics