17:07 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-14 15:03:34, 1567 ნახვა

კომენტარი
შარაშიძე: როცა პრემიერი ამბობს, გადავდგები, თუ ეს ყველაფერი დადასტურდა, უკვე ხდება წნეხი გამოძიებაზე

„როდესაც პრემიერი ამბობს, რომ  მე გადავდგები იმ შემთხვევაში, თუ ეს დადასტურდა, უკვე არის წნეხი  ყველა იმ  ორგანოზე, ვინც აღნიშნული უნდა შეასრულოს და გამოიძიოს“,-ამის შესახებ  „უცნობის“, გიორგი გაჩეჩილაძის სიძემ, „სიტროენ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი შარაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც მან პრემიერისა და კონკურენციის სააგენტოს სახელზე დოკუმენტაცია შეიტანა.

შარაშიძე არ პასუხობს კითხვაზე, რატომ უნდა ხდებოდეს ხელოვნურად მისი კომპანიის დისკვალიფიცირება.

„დაველოდები კონკურენციის სააგენტოს,რომელიც გაგვცემს ამ თემაზე სრულ პასუხს.ჩვენ რა ინფორმაციაც წარვადგინეთ დღეს და საერთოდ რა ინფორმაციასაც ვფლობთ, აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია  მოძიებულია SPA.GE -დან, ეს არის შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი. ყველა ინფორმაცია შეგიძლიათ ამოიკითხოთ ვებგვერდიდან, რომ მეტი სპეკულაცია არ გავაკეთოთ  ამ საკითხზე, სანამ კონკურენციის  სააგენტო არ გაავრცელებს ინფორმაციას. შესყიდვების სააგენტოში ზუსტად ჩანს, თუ რატომ და როგორ მოვხდით ჩვენ შავ სიაში და რამდენად მიკერძოებული იყო ეს ყველაფერი“,-ამბობს შარაშიძე.

შეგახსენებთ, რეანომობილების შესყიდვის მიზნით ჩატარებული ტენდერიდან შპს „სიტროენ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაცია მოხდა. “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ბრალდებებს   უსაფუძვლო უწოდა.

"თუ გია გაჩეჩილაძის ბრალდებები დადასტურდა, მზად ვარ, თანამდებობა დავტოვო", - დასძინა პრემიერმა.

ჯანდაცვის სამინისტრომ ამ თემაზე  განმარტებაც გააკეთა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, აღმოჩნდა რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუთებსა და სამინისტროს მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს შორის მრავალი შეუსაბამობა იყო.

„2017 წლის 7 აპრილს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) 10 ერთეული რეანომობილის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. ტენდერის გამოცხადებამდე, სამინისტრომ ჩაატარა ბაზრის კვლევა. წინადადებები დაეგზავნა საქართველოში არსებულ ყველა მსხვილ დილერს, შედგა საინფორმაციო შეხვედრები პოტენციურ მიმწოდებლებთან და მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ შედგა სატენდერო მოთხოვნები, რომელშიც გათვალისწინებული იყო ჯანსაღი კონკურენციის პირობები, რაც გულისხმობს, რომ ტენდერში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონოდა არა ერთ რომელიმე, არამედ რამდენიმე კომპანიას.  ტენდერში მონაწილეობა 4-მა კომპანიამ მიიღო.

შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, აღმოჩნდა რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუთებსა და სამინისტროს მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს შორის მრავალი შეუსაბამობა იყო.

შპს „სიტროენ ჯორჯიას“  კონტრაქტორ კომპანია „ავტოსპეცპრომს“ არ ჰქონდა წარმოების 5 წლიანი გამოცდილება; შეუსაბამობები იყო ტექნიკურ მახასიათებლებში, ვადაგასული იყო კომპანიის მიერ წარმოდგენილი ხარისხის სერტიფიკატიც.

სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისათვის საკმარისია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებსა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს შორის თუნდაც ერთი შეუსაბამობა“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics