|
2017-12-14 14:06:29, 2456 ნახვა
მსოფლიო
სენატორი ჯონ მაკკეინი ჰოსპიტალიზებულია
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ჰოსპიტალიზებულია, - ამის შესახებ ინფომრაციას CBSNews პოლიტიკოსის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სენატორი ვოლტერ რიდის ჰოსპიტალში გუშინ გადაიყვანეს. „ამჟამად სენატორი მაკკეინი კიბოს თერაპიის გვერდითი მოვლენების ნეიტრალიზაციის მიზნით მკურნალობას გადის. როგორც ყოველთვის, ის რჩება მადლიერი თავისი მკურნალი ექიმების მიმართ, რომლებიც მშვენივრად უვლიან, ასევე მადლობას უცდის მეგობრებსა და გულშემატკივრებს კეთილი სურვილებისთვის. სენატორი მოუთმენლად ელოდება, რაც შეიძლება მალე, სამსახურში დაბრუნებას“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივლისში 81 წლის სენატორს ტვინის კიბოს აგრესიული ფორმა დაუდგინეს, თუმცა მიუხედავად ამისა მაკკეინი სამსახურში მკურნალობის მერე დაბრუნდა. ქვეყნის პრეზიდენტმა მაკკეინს კმირი უწოდა, ხოლო სენატის პირველ სხდომაზე მას ტაშით დახვდნენ.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)