|
2017-12-14 11:36:02, 1998 ნახვა
მსოფლიო
მუხთარლის საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება - დაცვის მხარე მესაზღვრეების დაკითხვას მოითხოვს
ბელაქანის რაიონულ სასამართლოში საქართველოდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის განხილვა გაგრძელდება. ჟურნალისტის ადვოკატის ნიმათ კარიმლის განცხადებით, ის სხდომაზე დააყენებს შუამდგომლობას იმ მესაზღვრეების დაკითხვის თაობაზე, რომლებიც ამბობენ, რომ მუხთარლიმ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. „დღეს პროკურატურას მოუწევს საუბარი იმ მტკიცებულებებზე, რომლის მიხედვითაც, აფგან მუხთარლი ბრალდებულია. მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის წინააღმდეგ რეალური მტკიცებულებები არ არსებობს. მუხთარლი იძიებდა მმართველი ძალის ოჯახების კორუფციულ სქემებს და აქვეყნებდა მათ, ის თვლის რომ დაკავების მთავარი მიზეზიც ეს არის. ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას და იმ 8 სამხედრო მოსამსახურის დაკითხვას მოვითხოვთ, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ. ისინი მესაზღვრეები არიან და ამბობენ, რომ მუხთარლიმ საქართველო აზერბაიჯანის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. თავისთავად, ეს პოლიტიკური პროცესია,“- განაცხადა აფგან მუხთარლის ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან მიმდინარე წლის 29 მაისს გაიტაცეს. მოგვიანებით ის აზერბაიჯანის საზღვარზე "დააკავეს". მას ბრალი 3 მუხლით ედება: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა. მას არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს ჯიბეში. ამჟამად მუხთარლი აზერბაიჯანში წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება. საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანელი რედაქტორის გათავისუფლებას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ მუხთარლი ოჯახთან ერთად საქართველოში 2 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც ის აცხადებდა, ამის მიზეზი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლის განხორციელება გახდა.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)