08:12 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 19:42:52, 360 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ვინმეს თუ ილუზია აქვს, რომ ობამამ სააკაშვილს იარაღის მიწოდებაზე დახმარება აღუთქვა, ცდებით

პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მსოფლიო ლიდერები „ხელსაც კი აღარ ართმევენ“.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც საპარლამენტო უმცირესობის შეკითხვებს პასუხობს.

მან გავრცელებული ინფორმაცია, რომ აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სააკაშვილს იარაღის მიწოდებაზე დახმარება აღუთქვა, „ნაციონალური მოძრაობის“ ილუზიად შეაფასა.

„მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც აგვისტოს ომის შემდეგ  მსოფლიო ლიდერები ხელსაც კი აღარ ართმევდნენ და ამ პროცესების შემდეგ იმდენად იყო დისკრედიტებული, რომ ამერიკაში აღარ ჩაესვლებოდა, თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ობამამ მას იარაღის მიწოდებაზე დახმარება აღუთვა, ძალიან მწარედ ცდებით. ეს ილუზია თქვენთვის შეინახეთ.  ილუზიებით ჩვენ არ ვცხოვრობთ, ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, ჩვენ ხალხს რეალობა უნდა ვუთხრათ და დაასრულეთ  ეს ტყუილები. თქვენ აღარ ხართ ხელისუფლებაში და აღარასდროს აღარ იქნებით,  ტყუილად გიხარიათ რაღაცეები“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მთავრობას  მოლაპარაკებები აქვს ამერიკასთან და ასევე საფრანგეთთან.  

„აგვისტოს ომის შემდეგ პირველად ჩვენმა მთავრობამ დაიწყო მოლაპარაკებები, არ მინდა დეტალებზე ვისაუბრო, მაგრამ  გვაქვს რეალური პერსპექტივები იგივე საფრანგეთთან. ამ ქვეყანასთან მოლაპარაკებები არ გაჩერებულა, რაც საფრანგეთის ელჩმაც დაადასტურა. ეს მინდა „თავისუფალმა დემოკრატებმაც“ გაიგონ.  უფრო გონივრულ პაკეტზე ვყალიბდებით, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისა და გაძლიერებისთვის.  ასევე ამერიკასთან გვაქვს მოლაპარაკება, მაგრამ მე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ასეთ თემებზე ასე საქვეყნოდ ვისაუბროთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics