17:08 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 19:43:49, 1685 ნახვა

კომენტარი
მამუკა ბახტაძე: საპენსიო რეფორმა უნდა დაიწყოს, აუცილებლად სწორი მოდელით

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საპენსიო რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, საპენსიო რეფორმის გარეშე, ნორმალური სოციალური უზრუნველყოფის მიღება ნებისმიერ ქვეყანაში გამორიცხულია

„ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი და დებატების შედეგი უნდა იყოს ის მოდელი, რასაც სახელმწიფო აირჩევს. აქ უნივერსალური რეცეპტები არ არსებობს. დიდი აზრთა გაცვლის შემდეგ უნდაჩამოვყალიბდეთ მოდელზე, რომელიც საუკეთესოდ იქნება მორგებული ჩვენი ქვეყნის არსებულ რეალობას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს პროექტი აუცილებლად არის დასაწყები, მაგრამ დასაწყები არის სწორი მოდელით.

„ამ მოდელზე კონსულტაციები, ბუნებრივია, გაგრძელდება, მაგრამ ეს რომ არ დავიწყოთ 2018 წელს, ამის არგუმენტი არ გვაქვს. ეს აუცილებლად უნდა დავიწყოთ და უკეთესი იქნებოდა აქამდეც დაწყებულიყო. საპენსიო რეფორმის გარეშე, ნორმალური სოციალური უზრუნველყოფის მიღება, ნებისმიერქვეყანაში გამორიცხულია. ნებისმიერი სხვა მოდელი, რაც კი ვინმემ სცადა, არ იყო წარმატებული. არ გვინდა ახალი ველოსიპედის გამოგონება. საპენსიო რეფორმა უნდა დაიწყოს, მაგრამ სწორი მოდელიუნდა შეიქმნას. თქვენ თუ დამისახელებთ ერთ ქვეყანას მაინც, რომ სოციალური უზრუნველყოფის მიღება საპენსიო რეფორმის გარეშე მოხდა, ოპოზიციის არგუმენტს აუცილებლად გავიზიარებ, მაგრამამას ფიზიკურად ვერ დამისახელებთ. ყველა ქვეყანამ გააკეთა აღნიშნული რეფორმა. უნდა დავიწყოთ აუცილებლად სწორი მოდელით", - განაცხადა ბახტაძემ.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics