2017-12-13 15:47:31, 1961 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში ავარიული შენობის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის N41-ში მდებარე ავარიული შენობის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ორსართულიანი სახლის პირველი და მეორე სართულების დამაკავშირებელი კონსტრუქციის ჩამონგრევის გამო, ორი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.
მათივე ინფორმაციით, რაიონის გამგეობა შენობის გამაგრებას კანონით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით ახორციელებს.
აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები პირები საკუთარ საცხოვრებელ სახლებს ახალ წელს დაუბრუნდებიან.
სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობა 30 000 ლარით აფინანსებს.
(NS)
ავტორი: ,