16:55 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 15:41:58, 1950 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: 2018 წელს კერძო სექტორის ხელშეწყობის მიმართულებით ფინანსთა სამინისტროში რეფორმები განხორციელდება

2018 წელს კერძო სექტორის ხელშეწყობის მიმართულებით ფინანსთა სამინისტროში რეფორმები განხორციელდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, არც ერთი რეფორმა არ განხორციელდება ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე.

„ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ელოდება ჩვენი ბიზნესი არის დღგ-ის ზედმეტობის  დაბრუნების ავტომატური სისტემის დანერგვა, დაინერგება ძალიან გამარტივებული ავტომატური სისტემა, ისე რომ მეწარმეს არც კი მოუწევს ბიუროკრატიასთან უერთიერთობა ისე დაიბრუნებს იმ თანხას რომელიც მას ობიექტურად ეკუთვნის, ამის გარდა ვგეგმავთ დაინერგოს ავტომატური ელექტრონული დეკლარირების სისტემა და გაუმჯობესდეს ელექტრონული სერვისების ხარისხი, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ბიზნესისთვის საგადასახადო ორგანოებთან მუშაობის დროს",  - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, საბაჟო სერვისების თვალსაზრისით არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი წინსვლისთვის და შესაბამისად, იგეგმება საბაჟო სერვისების სრული დიჯიტალიზაცია და ამ მიმართულებით გადაიდგმება ძალიან კონკრეტული ნაბიჯები.

„რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გადამხდელების კომფორტული ატმოსფეროს შექმნაზე და ეს არის ჩვენი ვალდებულება და მოვალეობა, ამავე დროს, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები საგადასახადო დისციპლინის ნაწილში და საგადასახო ადმინისტრირება იქნება ძალიან მკაცრი და სამართლიანი და ამაზე შემიძლია პირადი პასუხისმგებლობა ავიღო", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუხა ბახტაძემ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics