|
2017-12-13 15:30:15, 1734 ნახვა
ეკონომიკა
35 530 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება
საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2017 წლის 1 ნოემბრისმდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 35530 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტურიუმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7,25%-მდე გაეზარდათ. „დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 1648,5 მლნლარის მოცულობის სესხია გაცემული. 1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 4007-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი -1491,9 მილიონიდან 1648,5 მილიონ ლარამდე. 35530 ხელშეკრულებიდან 15206 სამომხმარებლო სესხია, მოცულობა კი 211,6 მილიონი ლარი. ლარში გაცემულისამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ნოემბრისთვის 14.3% შეადგინა. რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ნოემბრისმონაცემებით 14,098 სესხია მიბმული, საშუალოდ 11%-ში. მთლიანი პორტფელი კი 585,8 მილიონი ლარია. 4006 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 805,57 მილიონი ლარია.აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 204,0 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 12,7%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ნოემბრის მონაცემებით 601,1 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ11,6%-ში. ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ნოემბრისმონაცემებით 284 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 4,871 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 13,99%-ში გაასესხეს. ასევე გაცემულია 1936 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობაუცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 40,6 მილიონი ლარია. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 ნოემბრის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანისაკრედიტო პორტფელის 19,25%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტოგანაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელიგაზრდილია 928 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.5%-დან 11.9%-მდე შემცირდა. 1 ნოემბრის მდგომარეობით, სასესხო ხელშეკრულებები 12%-ით გაიზარდა წინა თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საიდანაც ძირითადი ზრდა შეიმჩნევა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 10.5%-ით არის გაზრდილი. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გამოწვეულია მიმდინარე ინფლაციის მაჩვენებლის ზრდით. „საზოგადოება და ბანკების" აზრით, სხვა თანაბარ პირობებში ერთჯერადი ფაქტორები ამოიწურება და ინფლაცის მაჩვენებელი შემცირდება 2018 წლის დასაწყისიდან. იმ პირობებში, როდესაც 100 000 ლარამდე სესხების გაცემა უცხოურ ვალუტაში შეზღუდულია, საპროცენტო განაკვეთების ზრდა მოკლევადიან პერიოდში უარყოფითად აისახება ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობაზე და ერთობლივ მოთხოვნაზე. ვფიქრობთ, მომდევნო პერიოდებში, სეზონური და ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის შემდგომ, საჭირო იქნება რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ერთობლივი მოთხოვნის სტიმულირებისათვის“,-ნათქვამია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)