|
2017-12-13 15:10:59, 2057 ნახვა
სამართალი
შსს-მ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული ფ.გ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული 11,607 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რაც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 6,07 გრამ ჰეროინს შეიცავს. „ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფ.გ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)