|
2017-12-13 14:51:06, 2271 ნახვა
სამართალი
სააკაშვილმა საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე საქმეებზე ადვოკატები აიცილა
ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე საქმეებზე ადვოკატები აიცილა. ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა კიევიდან მიღებული წერილი საქალაქო სასამართლოში წაიკითხეს. მათ აღნიშნეს, რომ სააკაშვლი ქართულ მართლმსაჯულებას ბოიკოტს უცხადებს. „სააკაშვილი თვლის, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, ასევე უკრაინაში განვითარებული მოვლენები ღიად მიუთითებს, რომ საქართველოს და უკრაინის ოლიგარქიული რეჟიმები, მის დევნას ერთობლივი სცენარით ახდენენ“. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სამართლებრივი დავა ქართულ სასამართლოებში აზრს კარგავს. ამ წუთებში საქალაქო სასამართლო ე.წ. შეწყალების საქმეზე მსჯელობს. გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლების გამო ედავება. ცნობისთვის, პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)