15:29 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 14:41:26, 1464 ნახვა

კომენტარი
კალაძე ბიზნესმენებს: თბილისის განვითარებაში თითოეული თვენგანის ჩართულობა კრიტიკულად მნიშველოვანია

თბილისის მერი კახა კალაძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც კალაძემ შეხვედრაზე განაცხადა, მერია მზად არის, ბიზნესს ხელი შეუწყოს და დაეხმაროს, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდეს.

„ზოგადად თბილისის განვითარებაში თითოეული თვენგანის ჩართულობა კრიტიკულად მნიშველოვანია. თვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც ყოველდღიურად თქვენი წვლილი შეგაქვთ ქალაქსი განვითარებაში, ქმნით სამუშაო ადგილებს, რაც მნიშვნელოვანია როგორც დედაქალაქისთვის, ასევე ქვეყნისთვის.  ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს აწუხებს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, ეს არის სამუშაო ადგილები. შეასაბმისად, ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ბიზნესს ხელი შუვუწყოთ და დავეხმაროთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდეს ქვეყანაში. შესამაბისად თქვენი როლი არის ძალინ მნიშვნელოვანი იმ პროექტების განხორციელებაში, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მომდევნო წლების განმავლობაში.

რა თქმა უნდა მხოლოდ საბიუჯეტო სახსრებით შეუძლებელია ჩვენ ვიფიქროთ ქალაქის განვითარებაზე და წინსვლაზე. ამიტომ თვენი დახმარება დაგვჭირდება. იქნება საინვესტიციო პროექტები, ხელშეწყობა.

ჩვენ ვიცით ყველა ის პრობლემა, რომელსაც ბიზნესი წლების განმავლობაში აწყდებოდა. შეაბამისად, რეფორმებით, რომელიც გვაქვს დაგეგმილი, მაქსიმალურად გვინდა, რომ მერია იყოს ბიუროკრატიის გარეშე და ეს ასეც იქნება. გვინდა გახდეს მოქნილი სტრუქტურა, ორიენტირებული ადამიანებზე, გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდეს სწარფად, რაც ძალინ მნიშვნელოვანია. ამ თვალსაზრისით ჩვენ მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ და პირობები იქნება იმის, რომ ქალაქი განვავითაროთ“, - განაცხადა კალაძემ.

მან ასევე მშენებლობებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ გარკვეული მიდგომები არ შეიცვლება, დედაქალაქში ცხოვრება შეუძლებელი იქნება.

„რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ჩვენ გვქონდა შეხვედრა დეველოპერებთან, მშენებლებთან, ჩვენ ვიცით არსებული მდგომარეობა, არსებული პრობლემები ქალაქის განაშენიანების თვალსაზრისით რაც ყველას გვაწუხებს, რადგან ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ ჩვენი ოჯახებით, ჩვენი შვილებით. არ შეიძლება იმის გაგრძელება რაც წლების განმავლობაში ხდებოდა, სადამდეც მოვედით ყველა კარგად ვხედავთ და ვაფასებთ არსებულ რეალობას. ამიტომ, თუ გარკვეული მიდგომები არ შევცვალეთ, შეუძლებელი იქნება ამ ქალაქში ცხოვრება. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ  რა თქმა უნდა განვითარებას, აღმშენებლობას და მშენებლპობას არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ მთავარია ეს გავაკეთოთ სწორად, თანმიმდევრულად და ხარისხიანად. ამ ყველაფერში ჩვენი თანადგომა გექნებათ. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, აბსოლუტურად ღიად, გამჭვირვალედ და მჯერა, რომ ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვან და ეფექტურ პროექტებს განვახორციელებთ თქვენთან ერთად“, - განაცხადა თბილისის მერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics