18:20 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 13:49:03, 2141 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ფონიჭალაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კიდევ ერთ ქუჩაზე დასრულდა

კრწანისის გამგეობამ სოფელ ფონიჭალაში გზის კაპიტალური მშენებლობა კიდევ ერთ ქუჩაზე დაასრულა.

მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურა ამჯერად, ილორის ქუჩაზე მოწესრიგდა, სადაც ასფალტის საფარი 3000 კვ.მ-ზე დაიგო.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს ქვემო ფონიჭალაში საგზაო სამუშაო რამდენიმე ქუჩაზე ჩატარდა - გზა კაპიტალურად მოეწყო აფხაზეთისა და გულბანის I და II ჩიხებში, აღმაშენებლის II ჩიხში, ასევე რაფავას, ხვიტიასა და გაგრის ქუჩებზე.

გზების მშენებლობის სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „გუმი“ ასრულებს. აღსანიშნავია, რომ კაპიტალური გზა სოფელ ფონიჭალაში ამ დრომდე არ არსებობდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
გვარამია -ყველა, ვინც სოციალური მიზიდულობის პერსონაა, თუნდაც არანაირ კავშირში არ მყოფი პოლიტიკურ საქმიანობასთან, ფრთხილად რომ უნდა იყოს
კობახიძე საარჩევნო კოდექსში ცვილებებზე -არაფერი არ იზღუდება, ყველა უბნის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს
კობახიძე -რაც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს რადიკალურად ვერ აისახება საწვავის ფასზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics