15:29 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 13:14:58, 1544 ნახვა

კომენტარი
კახიანი: ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ისე განვავითარებთ ქვეყანას, როგორც ჩვენ მიგვაჩნია სწორად

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის შეფასებით, კონსტიტუციური რეფორმის ძირითადი პროცესი დასრულებულია და ქვეყანას საერთაშორისო  სტანდარტებისა და კონსტიტუციურ სამართალში არსებული თანამედროვე პრინციპების შესაბამისი კონსტიტუცია აქვს.

კახიანმა  საქართველოს კონსტიტუციის ისტორიას გადაავლო თვალი და მასში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

მან განსაკუთრებით გამოყოფო 2004-2012 წლებში  განხორციელებული 26 ცვლილება, რომელშიც კახიანისვე განმარტებით,  ინსტიტუციების კონკრეტულ პირებზე მორგებისა და  მმართველი  გუნდის მხრიდან თავისი სუბიექტური პოზიციების გაძლიერების მცდელობა იკითხება. გიორგი კახიანმა ოპოზიცია ცვლილებების მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო,  გააკრიტიკა:

„მიმდინარე კვირა საშემოდგომო სესიის ბოლო კვირაა და ამ კვირაში ჩვენ ისე, როგორც კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების წესი ამას მოითხოვს, ორი მოსმენით უნდა მივიღოთ ის ინიციატივა, რომელზეც გუშინ პირველი მოსმენით უკვე ვიმსჯელეთ.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, მაგრამ ძირითადი პროცესი კონსტიტუციური რეფორმის ჩვენ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ. ამ რეფორმის შედეგად ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს  და სრულიად შეესაბამება კონსტიტუციურ სამართალში არსებულ თანამედროვე პრინციპებს, რაც ძალინ მახარებს.

თუკი რამე  წარმოაჩენს ხელისუფლების პოლიტიკურ სახეს, ერთ-ერთი  შეიძლება იყოს ის ცვლილებები, რომელსაც იგი ახორციელებს კონსტიტუციაში. რომ გადავავლოთ თვალი ჩვენს კონსტიტუციურ ისტორიას, 34 ცვლილებაა განხორციელებული კონსტიტუციის ტექსტში. მათ შორის 2003-2012 წლებში განხორციელდა 26 ცვლილება. ამ ცვლილებებში ბევრი რამ იკითხება.კერძოდ, მცდელობა ინსტიტუციების კონკრეტულ პირებზე მორგების, მმართველი  გუნდის მხრიდან თავისი სუბიექტური პოზიციების გაძლიერების და ა.შ. ამ ფონზე ძალიან მახარებს, რომ შევძელით და ყოველგვარი სუბიექტური ინტერესების დათმობის ხარჯზე, შევიმუშავეთ კონსტიტუციის ტექსტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან  დემოკრატიულ განვითარებას ხელს შეუწყობს. ის ცვლილებები, რომელიც ინიცირებულია, პირველ რგიში გამომდინარეობდა ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობიდან. გაუგებარია ოპოზციის დამოკიდებულება ამ ცვლილებების მიმართ, როცა ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მას მხარს არ უჭერენ. უმცირესობის წარმომადგენლების გამოსვლას ვუსმენდი გუშინ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით და თითქმის 15 წუთის განამვლობაში ყველაფერზე იყო საუბარი, გარდა იმ შემოთავაზებებისა, რომელიც ამ ინიციატივაშია გათვალისწინებული. მთლიანობაში, არის ასეთი სურათი- მაშინ, როდესაც კონსტიტუციური უმრავლესობით იყო წარმოდგენილი წინა ხელისუფლება, იღებდა გადაწყვეტილებებს, რომელსაც საკუთარ თავზე ირგებდა, დღეს როცა ოპოზიციაში ხართ, იმდენ ძალას ვერ პოულობთ თქვენს თავში, რომ სწორ და პროგრესულ გადაწყვეტილებებს მხარი დაუჭიროთ. ეს არის იმ დესტრუქციული დამოკიდებულების შედეგი, რომელიც თქვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში გქონდათ კონსტიტუციური რეფორმის პროცესის მიმართ. ამ დამოკიდებულების ტყვეობაში იმყოფება ოპოზიცია. ჩვენთვის მისასალმებელი არაა, მაგრამ მაინც მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას და მომდევნო ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში სწორედ ისე განვავითარებთ ქვეყანას, როგორც ჩვენ ეს სწორად მიგვაჩნია“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics