2017-12-13 12:08:18, 2209 ნახვა
მსოფლიო
უამინდობის გამო, კანადაში 400-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო
უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, კანადაში, ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში 400-ზე მეტი რეისი გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CBC ავრცელებს.
რეისები გადაიდო ასევე ოტავის აეროპორტშიც. უხვი ნალექის გამო, შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა.
CBC მგზავრებს ურჩევს, რომ რეისების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში გადაამოწმონ და აეროპორტში ისე გამოცხადდნენ.
ავტორი: ,