00:08 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 11:25:59, 1661 ნახვა

ეკონომიკა
პარლამენტი დღეს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს განიხილავს

პარლამენტი დღეს  მესამე-საბოლოო მოსმენით 2018 წლის  კორექტირებული  ბიუჯეტის პროექტს  განიხილავს და  დაამტკიცებს. მომხსენებელი ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე იქნება.

2018 წელს ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი 10 260.0 მლნ ლარს შეადგენს, რაც მშპ-ს 25.3%-ია.

2018 წლის დეფიციტი მშპ-თან მიმართებაში განისაზღვრება 3.0%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში შემცირდება 2.5%-მდე.

პროექტში აღნიშნულია, რომ 2017 წლიდან დაწყებული ხარჯების ოპტიმიზაცია კვლავ გრძელდება და 2018 წელს მიმდინარე ხარჯები განისაზღვრება მშპ-ის 23.5%-ის ფარგლებში (2017 წელს 24.4%), ხოლო 2021 წლისათვის შემცირდება 20.7%-მდე.

ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი (GFSM 2001) მშპ-სთან მიმართებაში – 1.3% (ზღვრული მაჩვენებელი - 3%);

3  ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამური მაჩვენებელი მშპ- თან მიმართებაში - 29.9% (ზღვრული მაჩვენებელი - 30%); 

სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-თან მიმართებაში - 44.2% (ზღვრული მაჩვენებელი - 60%)

საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 441.0  მლნ ლარით განისაზღვრა, რაც პროექტის წინა ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 48.0 მლნ ლარით, მათ შორის:   საგადასახადო შემოსავლები - 9 490.0 მლნ ლარი (გაზრდილია 20,0 მლნ ლარით),

საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 780.0 მლნ ლარით;  მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი-630.0 მლნ ლარით;

დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი - 4 400.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 9,9 პროცენტს შეადგენს;  აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 450.0 მლნ ლარის ოდენობით;

იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 60.0 მლნ ლარით;  სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 170.0 მლნ ლარით.

 გრანტები - 414.2 მლნ ლარი, რაც ბიუჯეტის პროექტის წინა ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 79.2 მლნ ლარით.

სხვა შემოსავლები - 410.0 მლნ ლარი (არ შეცვლილა წინა ვარიანტთან შედარებით);  არაფინანსური აქტივების კლების სახით მისაღები თანხების გეგმა განსაზღვრულია 60.0 მლნ ლარის ოდენობით;

 ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი განისაზღვრა 80.0 მლნ ლარის ოდენობით;

 ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 1 986.8 მლნ ლარის ოდენობით, რაც პროექტის წინა ვარიანტთან შედარებით შემცირებულია 51,3 მლნ ლარით.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ბიუჯეტის პროექტის მეორე წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 56.2 მლნ ლარით და განისაზღვრა 12 459.5 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 11 058.5 მლნ ლარს, გრანტები - 164.2 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები - 1 236.8 მლნ ლარს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა შეადგენს 9 720.9 მლნ ლარს, მათ შორის:  შრომის ანაზღაურება - 1 413.6 მლნ ლარი;

 საქონელი და მომსახურება - 1 201.3 მლნ ლარი;

  პროცენტი - 550.0 მლნ ლარი;

  სუბსიდიები - 445.0 მლნ ლარი;

  გრანტები - 1 379.0 მლნ ლარი;

სოციალური უზრუნველყოფა - 3 492.8 მლნ ლარი;

  სხვა ხარჯები - 1 239.3 მლნ ლარი.

პროექტის თანახმად, 2018 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდა 4.5%-ს შეადგენს, ხოლო მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3.5%-ს. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 5-6%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 3%-ის ფარგლებში. მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2018 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 40.6 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2021 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 52,1 მლრდ ლარამდე.

„2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ შესრულებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის სოციალური დაცვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“,-ნათქვამია 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics