08:13 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 18:00:37, 313 ნახვა

პოლიტიკა
საქართველის პროგრესის გათვალისწინებით ევროკომისია მზადაა, შემდგომი ანგარიშის ვადები გადმოწიოს

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მესამე პროგრესული ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკომისიამ შეაფასა საქართველოს მიერ ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ მეორე ფაზით გათვალისწინებული ნიშნულების შესრულება დადგენილი მეთოდოლოგიის მიხედვით, შემფასებელი მისიებისა და საქართველოს მიერ ევროკომისიისთვის მიწოდებული მონაცემებისა და დოკუმენტების შესაბამისად.
,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან“ დაკავშირებულ სფეროებში ევროკომისია აგრძელებდა საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების მონიტორინგს ევროკავშირი–საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების ერთობლივი კომიტეტის, ევროკავშირი–საქართველოს რეადმისიის ერთობლივი კომიტეტის, ევროკავშირი–საქართველოს მართლმსაჯულების, თავისუფლების და უსაფრთხოების ქვეკომიტეტისა და ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგის ფორმატებში. მიჩნეულია, რომ თითოეულ ამ ფორმატში ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგი და თანამშრომლობა წინ წასულ ეტაპზეა. ამასთან, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ ოთხი ბლოკის ფარგლებში. 
"ეს მეტყველებს ქვეყნის ძლიერ მონდომებასა და გაწეული ძალისხმევის მასშტაბზე. ოთხი ზემოხსენებული ბლოკის ფარგლებში საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების პროცესის და შედეგების სიღრმისეულმა ანალიზმა ცხადყო, რომ ზოგადად, საკანონმდებლო ჩარჩო და პოლიტიკა, ისევე, როგორც ინსტიტუციური და ორგანიზაციული პრინციპებისა და პროცედურების ეთრიანობა, შეესაბამება საუკეთესო ევროპულ და საერთაშორის სტანდარტებს. ამიტომ, ევროკომისია თვლის, რომ საქართველო ძირითადად ასრულებს ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ მეორე ფაზის ნიშნულებს",-ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, გასული თვეების განმავლობაში საქართველოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი წინსვლის გათვალისწინებით, ევროკომისია მზადაა, გადმოწიოს შემდგომი ანგარიშის ვადები, თუკი გაგრძელდება სწრაფი წინსვლა იმ ნიშნულებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც წინამდებარე ანგარიშში და სამუშაო დოკუმენტშია აღწერილი. 
"თუმცა, საქართველომ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა ამ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესასრულებლად. ძალზე მნიშვნელოვანია ასევე, რომ გაიმართოს მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიები, სადაც განმარტებული იქნება უვიზო მიმოსვლით სარგებლობის უფლებები და მოვალეობები და ის წესები, რომლებიც ევროკავშირის შრომის ბაზარზე წვდომას არეგულირებს. ამ ანგარიშში მოცემული ღონისიებების შესრულება საშუალებას მისცემს საქართველოს, შეასრულოს ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ მეორე ფაზით გათვალისწინებული ყველა ნიშნული. ევროკომისია გააგრძელებს მონიტორინგს და ყველაფერს გააკეთებს საქართველოს მხარდასაჭერად, ასევე, 2015 წლის ბოლოსთვის მოამზადებს პროცესის მიმდინარების შესახებ ანგარიშს",-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics