|
2017-12-12 18:31:20, 2131 ნახვა
ეკონომიკა
14 დეკემბერს მე-18 ტრადიციული ბიზნეს-რეიტინგი გაიმართება
14 დეკემბერს, 20:30 საათზე, თბილისი „გარდენ ჰოლში“, მედია ჰოლდინგ Georgian Times-ისა და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI-ს ორგანიზებით, 2016 - 2017 წლების ყველაზე წარმატებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიების ოქროს სპონსორია სოკარ ენერჯი ჯორჯია გენერალური სპონსორი ზარაფზანა რეიტინგის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა 2016 - 2017 წლის საქართველოს 30 საუკეთესო კომპანია/ბიზნესმენი.
აღნიშნული კომპანიებიდან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, გრან-პრის მფლობელს, ტრადიციისამებრ, ღონისძიების დღეს, კენჭისყრის საფუძველზე, თავად ბიზნესმენები დაასახელებენ. ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში წელს უკვე მეორედ გაიმართება და კვლავაც დაჯილდოვდებიან წლის საუკეთესო ინვესტორები და გადაეცემათ გარდამავალი ჯილდო. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. Investment Award - ის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც უკვე განხორციელდა, ან მიმდინარეა და ჯერ არ დასრულებულა. გასული წლის საუკეთესო ინვესტორად დასახელდა ომეგა ჯგუფი და ზაზა ოქუაშვილი. წელს საუკეთესო ინვესტორებია
საუკეთესოთა შორის საუკეთესი ინვესტორს ღონისძიების დღეს კომპეტენტური ჟიური დაასახელებს. პარტნიორებია
მედია ჰოლდინგი Georgian Times და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI ბიზნეს რეიტინგს 1995 წლიდან ატარებს. პროექტის მხარდამჭერები არიან:
პროექტის პარტნიორები არიან:
მედია პარტნიორები აიან:
პროექტის მიზანია: ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ბიზნეს-რეიტინგის წვლილს არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პოლიტიკური სამყაროც აღიარებს. ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ სამკერდე „ოქროს ჯვრით“ დაჯილდოვდებიან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კი გადაეცემა გარნ-პრი, ბიზნესის ეროვნული ჯილდო, ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“, რომელიც დამზადებული ძვირფასი ლითონებისგან: ოქრო (31,5გრ) ვერცხლი (12გრამი), ბრილიანტი (1 ცალი), ლურჯი საფირონი (1ცალი), ფირუზი (4 ცალი), ცირკონი (2 ცალი), მწვანე ძოწი (2 ცალი). წლების მანძილზე ბიზნეს-რეიტინგში გამარჯვებული კომპანიები და ბიზნესმენები იყვნენ:
გასული წლის საუკეთესო ინვესტორი გახდა „ომეგა ჯგუფი და ზაზა ოქუაშვილი“. საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტები, კონსალტინგური კომპანიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები ღებულობენ მონაწილეობას. კვლევა ტარდება ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ სიაზე დაყრდნობით, რომელთაც საქართველოს ბიუჯეტში 1 000 000 ((ერთი მილიონი დოლარის ექვივალენტი ლარში) და მეტი შეაქვთ. ჩვენმა კომპეტენტურმა ჟიურიმ კი მათგან საუკეთესოთა შორის საუკეთესონი გამოავლინა. ტრადიციულად ბიზნეს - რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ხელისუფლების წევრები, ბიზნესმენები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და უცხოური მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
(R)
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)