14:12 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 16:38:29, 520 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: ლარის კურსზე გავლენის თვალსაზრისით დადებითი მონაცემები არსებობს

„ლარის კურსზე გავლენის თვალსაზრისით დადებითი მონაცემები არსებობს“,-ამის შესახებ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ლარის კურსის თემის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით,  წინასწარი მონაცემებით იმპორტი მნიშვნელოვნად  შემცირებულია.
„აპრილის თვის წინასწარი მაჩვენებლებით,  როგორც ჩანს  იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ არსებულმა გაუფასურებამ  იმპორტის შემცირებაზე გავლენა მოახდინა. შესაბამისად საგადასახადო ბალანსის კორექტირება დაწყებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ კურსზე გაუფასურების მხრივ  ზეწოლა არ უნდა იყოს.  რაც შეეხება მოკლე ვადიან პერიოდს მერყეობა ყოველთვის იყო  და იქნება ორივე მიმართულებით“,-განაცხადა ქადაგიძემ.
რაც შეეხება კითხვას,  შედის თუ არა ეროვნული  ბანკის  ფუნქციებში  ლარის სტაბილურობა,
ქადაგიძის განცხადებით, გაცვლითი  კურსი ეკონომიკაში  მიმდინარე პროცესებს  ასახვს.
„თუ გვაქვს მეტი სავალუტო შემოდინება კურს გამყარების მიმართულება აქვს,  ხოლო თუ აქვს ნაკლები შემოდინება კურს  გაუფასურების მიმართულება აქვს.  ეს ეკონომიკის ანბანური ჭეშმარიტებაა“,-აღნიშნა ქადაგიძემ.
ამასთან, რაც შეეხება მთავრობასთან კოორდინაციის საკითხს ქადაგიძის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით პრობლემა არარსებობს.
„ისეთ გამოწვევებზე, როდესაც  გვაქვს ექსპორტის, გზავნილების შემცირება, ტურიზმის შემცირება, რა თქმა უნდა კოორდინაცია არანაირი პასუხი არ არის. არანაირი პრობლება კოორდინაციასთან დაკავშირებით არარსებობს. ჩვენ ჩვენს ფუნქციას ვასრულებთ ზედმიწევნით კარგად და ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია.  გარდა უშუალოდ ჩვენი ფუნქციებისა ჩვენ მუდმივად ვაცნობთ მთავრობას ჩვენს პოზიციებს ამა თუ  იმ საკითხთან დაკავშირებით. საკითხის დაყენება ის, რომ კოორდინაცია არ არის და ლარი ამიტომ უფასურდება რა თქმა უნდა სასაცილოა“,-დასძინა გიორგი ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics