23:33 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 12:55:43, 2065 ნახვა

მსოფლიო
ლინკევიჩიუსი სააკაშვილის საქმეზე: უკრაინული სასამართლოსთვის ეს მორიგი ტესტი იქნება

უკრაინაში ვიზიტით მყოფი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის  და ოდესის ოლქის ექს გუბერნატორის დაკავებას გამოეხმაურა.

„კორუფცია მტკივნეული საკითხია და გამოწვევაა უკრაინისთვის. რუსულ აგრესიასთან ერთად კორუფციასთან ბრძოლა პრიორიტეტად უნდა დავასახელოთ. ეს არ არის რიგით მეორე საკითხი, არამედ თანაბარი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის შიდა საქმეა და ვიმედოვნებთ, რომ  ეს სამართლებრივი პრინციპების დაცვით გადაწყდება. კონკრეტულად რას ველოდებით დღეს სასამართლოს სხდომაზე  არ შემიძლია გითხრათ.  სამწუხაროდ დეტალურად ვერ მივადევნებ თვალს. იმედი მაქვს, რომ დაცული იქნება კანონის უზენაესობა. უკრაინული სასამართლოსთვის ეს  მორიგი ტესტი იქნება“,-განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

ცნობისთვის, დღეს კიევში, პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართო პროცესი გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics