19:04 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 14:43:07, 327 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ევროპის სამოქალაქო უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა და მისმა პირველმა მოადგილე ლევან ბუიღლიშვილმა 6-7 მაისს ბრიუსელში გამართულ ევროპის სამოქალაქო უსაფრთხოების მეხუთე ფორუმში „პარტნიორობა და ინოვაციები“ მიიღეს მონაწილეობა.

შსს-ს ინფორმაციით, ფორუმი წარმოადგენს ევროპის სამოქალაქო უსაფრთხოების თემაზე ყველაზე მასშტაბურ საჯარო ღონისძიებას, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ, ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარებითა და სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის ორგანიზებით იმართება.

ფორუმის ძირითადი თემები იყო: პარტნიორობა ევროპისა და გაერო-ს ორგანიზაციებთან, მსოფლიოს მასშტაბით, სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციებთან, ასევე, კერძო კომპანიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამეცნიერო ინსიტუტებთან და სხვა; ახალი ტექნოლოგიები, კვლევისა და განვითარების კავშირი, საზოგადოებისა და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობის ინოვაციური გზები.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი კონფერენციაზე, მაღალი დონის მრგვალი მაგიდის ფორმატში - „ევროკავშრის სამეზობლო ქვეყნები-ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის“, სიტყვით გამოვიდა. სააგენტოს დირექტორი და მისი მოადგილე საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრში მიწვეული იყვნენ როგორც PPRD East პროგრამის პარტნიორი ქვეყნის წამომადგენლები.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, სადაც 900-ზე მეტი მონაწილე იყო წარმოდგენილი, ღია და დახურული გამოფენები გაიმართა. ღონისძიებაზე დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმთან დაახლოების სტრატეგიული ხედვა განიხილეს, ასევე შეფასდა მიღწევები და დაისახა არსებული გამოწვევების დაძლევის გზები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics