07:17 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-10 12:04:31, 2267 ნახვა

სამართალი
თბილისში სუპერმარკეტების დაყაჩაღების გამო, ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული რ.ლ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში, გატეხილი შუშის ბოთლის გამოყენების მუქარით, მოლარეს გარკვეული თანხა გასტაცა და მიიმალა.

ასევე დადგინდა, რომ რ.ლ. 9 დეკემბერს, თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში მოლარეს თავს დაესხა, დანის მუქარით თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული 10 დეკემბერს მისსავე საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

გამოძიება არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)“,-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics