2017-12-08 17:35:41, 2293 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან 2, ვროსთან კი, 3 თეთრით გამყარდა
ლარი დოლართან მიმართებაში 2, ვროსთან კი, 3 თეთრით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6794 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.7008 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0214 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 1 ევრო ხვალ, 3.1462 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 3.1818 ლარს შეადგენდს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0356 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ლარი დღეს ყველა ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა.
ავტორი: ,