19:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 13:09:03, 307 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტში რეზო ჩხეიძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

პარლამენტში დეპუტატებმა  კინორეჟისორის რეზო ჩხეიძის  ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. 

ცნობილი კინორეჟისორი, სახალხო არტისტი რეზო ჩხეიძე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

რეზო ჩხეიძე დაიბადა საბჭოთა რეჟიმის მიერ 1937 წელს დახვრეტილი ცნობილი მწერლის დავით ჩხეიძის (ლიტერატურული ფსევდონიმი — დია ჩიანელი) ოჯახში. 1943-1946 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, 1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩისა და მ. რომის სახელოსნო). რეჟისორთენგიზ აბულაძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: „ჩვენი სასახლე“ (1953), „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ (1954) და მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა“ (1955; კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - „ოქროს რტო“ და I პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოდესტივალზე, ორივე 1956). გადაიღო მხატვრული ფილმები: „ჩვენი ეზო“ (1956, ოქროს მედალი, I პრემია და დიპლომი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე 1957), „მაია წყნეთელი“ (1959), „განძი“ (1961; დიდი პრიზი დელის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1961), „ზღვის ბილიკი“ (1962),„ჯარისკაცის მამა“ (1964, პრემია კორკში (ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალზე, დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, პრიზი რომის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, ოთხივე 1965), „ღიმილის ბიჭები“ (1969 საქართველოს კომკავშირის პრემია „ჯარისკაცის მამასთან“ ერთად, 1970), „ნერგები“ (1972; დიპლომი მოსკოვისა და ტაშკენტის საერთაშორისო კონოფესტივალებზე, ორივე1973), „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ (1980; მთავარი პრიზი და დიპლომი ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალზე, 1981; ლენინური პრემია, 1986; 1991 - უარი განაცხადა) და სხვა. ჩხეიძის ფილმებს ახასიათებს მაღალი იდეურობა, სიახლის გრძნობა, სისადავე, მოქალაქეობრივი ჟღერადობა. ყოფილი სსრკ უმაღლესი საბჭოს IX-XI მოწვევების დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, ორი სხვა ორდენითა და მედლებით. 1963-1981 წლებში საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი. 1974 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics