|
2017-12-08 12:56:48, 1939 ნახვა
ეკონომიკა
11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 44%-ით არის გაზრდილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად 3 816 538 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (2 641 539 მგზავრი) 44.48%-ით აღემატება . ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 943 417 მგზავრს მოემსახურა, რაც 40.89%-ით (854 293 მგზავრით) მეტია, ვიდრე გასული წლის 11 თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. "გასული თვეების განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 484 527 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 59.11% ით (180 012 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (304 515 მგზავრი). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 55.80%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 11 თვეში აეროპორტი 243 918 მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 380 026 მგზავრი შეადგინა - 136 108 მგზავრით მეტი. რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში 6 881 მგზავრს მოემსახურა, რაც 2 899 მგზავრით, შესაბამისად 72.80%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 11 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა (3 982). ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდე მათი რაოდენობა 1 687-ს შეადგენს. მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 5 399-ით მეტი რეისი განხორციელდა. მონაცემები ასე გამოიყურება: სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ - 19 496, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 16 538, ხოლო ჩარტერების 2 958. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 38.30%-ს შეადგენს. 12.93%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2016 წლის 11 თვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 117 549, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 132 747 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა. სატვირთო გადაზიდვების კუთხით, 2016-17 წლების 11 თვის მონაცემებს შორის ასევე ზრდა დაფიქსირდა - საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 29 895, 652 ტონა შეადგინა, რაც 547 ტონით მეტია, ვიდრე წინა წლის 11 თვეში გადაზიდული ტვირთის ოდენობა", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
(NS)
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)