2017-12-07 14:27:58, 1878 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია: დღეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ და ეს აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება იყო
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მას ორმაგი მოქალაქეობა არ აქვს. ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ გახარიამ აღნიშნა, რომ დღეს ის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მატარებელია:
„ის, რომ მე დღეს ვარ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, იყო აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება.წერრტილი“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2000 წელს გიორგი გახარიამ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.
ავტორი: ,