|
2017-12-07 11:14:51, 1664 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღო
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების "Welcome to Georgia!" ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის დროსაც გამოვლინდა გამარჯვებულები 20 ნომინაციაში. პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მიესალმა დაჯილდოების ორგანიზატორებს, ნომინანტებსა და ცერემონიალზე შეკრებილ სტუმრებს და მათ გაწეული საქმიანობისთვის და ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის მადლობა გადაუხადა. „როდესაც ჩვენ ვიწყებდით „Welcome to Georgia!"-ს, ჩვენ შევთანხდით ერთ პირობაზე, რომ ეკონომიკის მინისტრს, რომელიც ამავე დროს ტურიზმის სფეროს კურატორიცაა, ექნებოდა პრივილეგია, გამოევლინა ერთი პერსონალური ნომინაცია - ნომინაცია ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 2004 – 2007 წლებში საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს და კომპანია „კავკაზუს თრეველის" დამფუძნებელს საბა კიკნაძეს ჯილდო გადასცა. „Welcome to Georgia!" ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია არის ერთადერთი ცერემონია ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიისთვის. ის 2015 წლიდან ტარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია წაახალისოს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, ხელი შუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდას და უკეთ წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. "Welcome to Georgia!"-ს პროექტში წელს მონაწილეობა 320 ნომინანტმა მიიღო, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები, საქართველოს ყველა რეგიონიდან: სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ღონისძიებები და ფესტივალები, რესტორნები და კაფეები, ღვინის კომპანიები, მოგზაური ფოტოგრაფები და სხვა. (NS)
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)