|
2017-12-06 15:23:07, 1519 ნახვა
კომენტარი
ბესელია: არ გვინდოდა დაგვეტოვებინა განცდა, რომ შემოთავაზებული ცვლილება, ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო ნაბიჯი იყო
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ დეპუტატებს განუმარტა, თუ რატომ გაიწვია მთავრობამ უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერთების შესახებ კანონპროექტი. ბესელიას თქმით, გამოითქვა მოსაზრებები, თითქოს შემოთავაზებული ცვლილება ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი იყო და ზედმეტი ჩარევის შესაძლებლობას იძლეოდა. ბესელიას განცხადებით, კანონპროექტის უკან გაწვევით კითხვები მოიხსნა. თუმცა, ბესელია ამბობს, რომ კანონპროექტში რაიმე საგანგაშო არაფერი ეწერა და ადამიანის უფლებების სტანდარტის თვალსაზრისით, ნაბიჯი უკან არ იდგმებოდა. ამასთან, დეპუტატის განცხადებით, არც ცვლილებების იგივე სახით დარჩენით ზიანდება რაიმე: „მიუხედავად იმისა, რომ პირველი შემოთავაზებული ვერსია, რომელსაც თუ კარგად ვნახავთ და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე იყო განხილული და ის ერთი წინადადება, რომელიც იყო ძალიან არასწორად ინტერპრეტირებული, იქ შემოთავზება ჰქონდა კომიტეტს, რომ ცვლილების მიზანი იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა ოდეერების თემას, იმ შეთავაზებული ვერსიით და შემდეგ საპარლამენტო მდივნის თანხმობით აბსოლუტურად სწორდებოდა. ანუ, ადგილი აღარ რჩებოდა იქ რაიმე სხვა ინტერპრეტაციის. ეს ერთი. მეორე, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდი იმ დღეებში გაკეთებულ განცხადებებს.ისეთი საკითხები წამოიწია წინ, რომელიც საერთოდ არ იყო ამ ცვლილების შედეგად შესაძლო რაიმე შედეგის მატარებელი. განცდა დამრჩა, რომ ზოგადად იყო ეს საკითხები არასწორად დანახული. არაფერი მსგავსი კანონპოექტში არ ეწერა. ამ სამსახურების გაერთიანებით, რომელსაც ძალიან კონკრეტული შინაარსი ჰქონდა,არაფერი იყო საგანგაშო. ეს კითხვები გაჩნდა იქ, სადაც არ მგონია, რომ უნდა გაჩენილიყო, ადამიანის უფლებების სტანდარტის თვალსაზრისით, არაფერი არ ჩამოდიოდა უფრო ქვემოთ. რადგან კითხვები დაისვა, არ გვინდოდა დაგვეტოვებინა ისეთი განცდა, რომ ეს შემოთავაზებული ცვლილება, თითქოს იყო ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი და ზედმეტი ჩარევის შესაძლებლობას იძლეოდა.როცა უკან გაწვევითაც რაიმე ზიანს არ ვიღებთ, ჩაითვალა რომ შესაძლებელია დარჩეს ისე, როგორც არის. არც შემოთავაზებულ ვერსიაში არ იყო რაიმე ისეთი, რომელიც საფრთხის მატარებელი იყო ადამიანის უფლებების კუთხით, არაფერი ამით არ ზიანდება“,-განმარტა ეკა ბესელიამ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერთება მთავრობაში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების ნაწილი იყო. პოლიტიკოსები, საქმოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ გაერთიანება ძალაუფლების ცენტრალიზაციასა და ფუნქციონალურ დისბალანს გამოიწვევდა. მათი შეფასებით, დაზვერვის სამსახურის გაუქმება და ამ ფუნქციის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემა პრობლემურია. ასევე გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ შინაარსობრივად საუაბრი იყო ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის (საგანგებო დავალების ოფიცრის ჩანერგვა ამა თუ იმ სახელმწიფო დაწესებულებაში ისე, რომ ის ხდება ამ დაწესებულების ოფიციალური თანამშრომელი) სრულფასოვან აღდგენაზე.
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)