03:54 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 12:48:12, 2028 ნახვა

კომენტარი
გახარიას თქმით, საცობების მოწესრიგების გარდა, მიწისქვეშა გადასასვლელების პრობლემაც უნდა მოგვარდეს

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისში საცობების საკითხის მოსაგვარებლად დედაქალაქის მერთან შესაბამისი ამოცანები დასახეს.

ამასთან, როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საცობების მოწესრიგების გარდა, მიწისქვეშა გადასასვლელების პრობლემაც უნდა მოგვარდეს.

"ჩვენ დავგეგმეთ ის კოორდინაციის მექანიზმები, რომლებმაც ძალზედ ეფექტურად უნდა იმუშავონ. ჩვენი თანამშრომლები გავაცანით ერთმანეთს და დავსახეთ ის ამოცანები, რომლებიც მათ უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყვიტონ. რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ჩვენი მოქალაქეებისთვის, არის ისეთი საკითხები როგორიც გახლავთ ტრაფიკი თბილისში, ისეთი როგორიც გახლავთ ტრაფიკთან დაკავშირებული თემები, სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა, საზოგადოებრივი ტრასნპორტის მოძრაობის მოწესრიგება, ქვეითების მოძრაობის მოწესრიგება. შესაბამისად ჩვენი მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება და იქ უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა. იქ სადაც მიუხედავად გრძელვადიანი და სისტემური მიდგომისა სწრაფად შეიძლება ტრაფიკის პრობლემის გადაწყვეტა", - განაცხადა გახარიამ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics